UFC London-ზე, ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ინგლისელ ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდის დასაწყისშივე ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. თოფურიასთვის ბრძოლა არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. პირველი რაუნდის საწყის წუთებში ჯეისგან მძიმე დარტყმა მიიღო და ნოკდაუდში ჩავარდა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა მალევე მოახერხა გონს მოსვლა და ბრძოლის სათავისოდ შემოტრიალება. მეორე რაუნდის მეორე წუთზე კი ინგლისელი მეტოქე უძლიერესი დარტყმით ძირს დაანარცხა და კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა და დაუმარცხებლად სვლას განაგრძობს. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში კი პედი პიმბლეტი გამოიწვია.
თოფურიას შესანიშნავ გამარჯვებას და პიმბლეტის გამოწვევას გიგა ჭიკაძეც გამოეხმაურა.
“გაიქეცი პედი გაიქეცი” – დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ჭიკაძემ.