როგორ ჟღერს? მალდინი მილანიდან მიდის

დანიელ მალდინი მილანიდან მიდის. ისე როგორ ჟღერს?.. მამამისი პაოლო არასოდეს ყოფილა სხვა გუნდში, მაგრამ ის უიშვიათესი დონის მცველი გახლდათ – ძალიან დიდი. ახლა კი კლუბის ტექნიკური დირექტორია. დანიელ მალდინი 20 წლის ფორვარდია, მილანში პრაქტიკა აკლია (11 მატჩი, 1 გოლი) და თავად მოისურვა წასვლა.

კონკურენციაა… დიდი ალბათობით, ამ ორი დღის ინტერვალში მალდინი-უმცროსი სერია ა-ს კლუბ სპალში გადავა იჯარის წესით.

მამა გასაგებია და ბაბუამაც 12 წელი გაატარა მილანში. ჩეზარე მალდინი ბოლოს ტორინოში წავიდა ერთი წლით, როცა უკვე ასაკში იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *