ბარსელონამ მორიგი ფოკუსი ჩაატარა… 3:0-ს უგებდა სელტას და 3:3 დაასრულა. კატალონიელებს ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში 2 ფრე და 2 წაგება აქვთ. მძიმე დღეში მყოფ გუნდს ჩაიბარებს ჩავი.
3:0-დან როგორ ვერ უნდა მოიგო?! ამ საუკუნეში ბარსას ეს პირველად დაემართა, ისე კი 1998 წელს ცოტა უარესიც მოუვიდა: შინ ზუსტად სამი ბურთით უგებდა ვალენსიას და 3:4 წააგო… მაშინ ბარსას ლუის ვან გაალი წვრთნიდა, ვალენსიას კი – კლაუდიო რანიერი. ოთხივე გოლი არგენტინელებმა გაიტანეს – ორი კლაუდიო ლოპესმა, ერთი მორიჯიმ და ერთიც ორტეგამ.
და კიდევ: ბარსას თითქოს სელტასთან ეს არ ეყოფოდაო, ანსუ ფატის ტრავმაც დაემატა. არადა, ფატი ფორმაში შედიოდა. ბარსელონას ათიანმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.