როდის დაბრუნდება დევისი? – ცუდი ამბავი მიუნხენიდან…

 

ბაიერნის მცველს, ალფონსო დევისს ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია.

იანვარში, 21 წლის ფეხბურთელს მიოკრადიტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს გულის კუნთის ანთებაა, რომელიც მას, სავარაუდოდ, კორონავირუსის შემდეგ დარჩა.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ეს კორონავირუსის გამო მოხდა თუ არა, მაგრამ ამის ალბათობა მაღალია.

დაიწერა, რომ ფეხბურთელი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, აპრილში დაბრუნდება. შესაძლოა, რეაბილიტაციას მეტი დრო დასჭირდეს.

“მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა, სხვა საკითხებზე ამის შემდეგ ვფიქრობთ,” – თქვა ნაგელსმანმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *