როდის დაბრუნდება ნეიმარი? ბრაზილიელს სავარაუდო დრო უთხრეს

პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია და მკურნალობის კურსს გადის. მედიკოსთა ვარაუდით ფეხბურთელი მოედანს დაახლოებით 4-5 კვირაში დაუბრუნდება. თუ ვარაუდი გამართლდება, ნეიმარი რეალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თამაშს შეძლებს.

29 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ნეომბრის დასაწყისში ლიგა 1-ის მატჩში სტ. ეტიენთან მიიღო. თავიდან იწერებოდა, რომ ბრაზილიელს დიდი დრო გაუცდებოდა, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენაა.

ნეიმარმა ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. პსჟ ლიგა 1-ში 43 ქულით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ამ გუნდის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *