როდის დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი – თარიღი ცნობილია

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი 25 თებერვალს დაიწყება. წლევანდელი ჩემპიონატი სამტრედია – თელავის მატჩით გაიხსნაბა.

საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხული – შემოდგომის 10 გუნდიანი სისტემით წელს მეშვიდედ ჩატარდება. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო, ექს ჩემპიონი დინამო ბათუმი, საბურთალო, გორის დილა, თასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო, ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ქობულეთის შუქურა, თელავი, ლიგა 2-დან დაბრუნებული სამტრედია, გაგრა და სამგურალი მიიღებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *