როდ ლეივერის სახელობის ტურნირმა სტარტი აიღო

დღეს გამთენიისას, ა.შ.შ-ს ქალაქ ბოსტონში, ლეგენდარულ TD Garden-ში სტარტი აიღო როდ ლეივერის თასის რიგით მეოტხე გათამაშებამ, რომელშიც ერთმანეთს ტრადიციულად ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები ხვდებიან.
წინა სამი ტურნირი ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წლეულს ევროპელებს ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობა აღარ ყავთ, როგორც წინა წლებში, რაც მსოფლიო ნაკრებს წარმატებაზე ფიქრის შანსს უზრდის.

null

ევროპის ნაკრების ღირსებას 2021 წლის ტურნირზე იცავენ: დანილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი, ანდრეი რუბლიოვი, მატეო ბერეტინი და კასპერ რუუდი.

null

მსოფლიო ნაკრებს კი წარმოადგენენ: დიეგო შვარცმანი, დენის შაპოვალოვი, ფელიქს ოჟე ალიასიმი, რეილი ოპელკა, ჯონ ისნერი და ნიკ კირიოსი.
ტურნირის 3 დღეს გაგრძელდება. პირველ სათამასო დღეს მატჩის მოგება 1 ქულად ფასობს, მეორე დღეს 2 ქულად, ხოლო მესამე დღეს – 3 ქულად.
მატჩები 3 სეტიანი ფორმატისაა, თუ ჩოგბურთელებს გადამწყვეტი, მესამე სეტის თამში დასჭირდებათ, სრულფასოვანი სეტის ნაცვლად „საჩემპიონო ტაიბრეიკს“ გაითამაშებენ (ტაიბრეიკი 10 ქულის მოგებამდე).

I სათამაშო დღე
კასპერ რუუდი ( ევროპა) – რეილი ოპელკა (მსოფლიო) 6:3 7:6
მატეო ბერეტინი (ევროპა) – ფელიქს ოჟე ალიასიმი (მსოფლიო) 6:7 7:5 10:8
ანდრეი რუბლიოვი (ევროპა) – დიეგო შვარცმანი (მსოფლიო) 4:6 6:3 11:9
ისნერი/შაპოვალოვი (მსოფლიო) – ზვერევი/ბერეტინი (ევროპა) 4:6 7:6 10:1

პირველი სათამაშო დღის შემდეგ ევროპის ნაკრები 3:1 ამარცხებს მსოფლიო ნაკრებს, თუმცა დაპირისპირებაში საკმაოდ დიდი ინტრიგა ნარჩუნდება.

II სათამაშო დღე
სტეფანოს ციციპასი (ევროპა) – ნიკ კირიოსი (მსოფლიო)
ალექსანდრ ზვერევი (ევროპა) – ჯონ ისნერი (მსოფლიო)
დანილ მედვედევი (ევროპა) – დენის შაპოვალოვი (მსოფლიო)
რუბლიოვი/ციციპასი (ევროპა) – კირიოსი/ისნერი (მსოფლიო)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *