მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ინგლისის ნაკრები ალბანეთს შეხვდა და 5:0 დაამარცხა. 1 გოლი ჰარი მაგუაიერმა გაიტანა, რომელმაც გოლი ემოციურად აღნიშნა.
ამ ამბავს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი როი კინი გამოეხმაურა.
“მაგუაიერს ჰგონია, რომ ამ გოლით კრიტიკოსები გააჩუმა? სირცხვილია. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ის საშინლად გამოიყურება. მან თავის თავს მობილიზაცია უნდა გაუკეთოს და მოუმატოს.”-განაცხადა კინმა ITV Sport-თან საუბრისას.