ქართველს წილისყრაში გაუმართლა
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ (N222 მსოფლიო რეიტინგში) წარმატებით გადალახა როლან გაროსის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველად თავის კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
I საკვალიფიკაციო ეტაპი გორგოძე – ზარაზუა 6:2 4:6 6:4
II საკვალიფიკაციო ეტაპი გორგოძე – კოსტოვა 7:6 6:3
III საკვალიფიკაციო ეტაპი გორგოძე – პარიზას დიასი 6:3 6:4
ამჯერად გორგოძეს წილისყრაში გაუმართლა, რადგან როლან გაროსის პირველ წრეში მისი მეტოქე 18 წლის დანიელი – კლარა ტაუსონი იქნება.
კარიერულად, კლარა თავს კომფორტულად უფრო ჰარდის საფარზე გრძნობს, სადაც 2019 წელს მოიგო კიდეც ავსტრალიის ღია პირველობა იუნორებს შორის( ფინალში ლეილა ფერნანდესი დაამარცხა 6:4 6:3).
ამჯამად ტაუსონი მსოფლიო რეიტინგში 90-ე საფეხურს იკავებს, თუმცა ბოლო პერიოდში კარგ სათამაშო ფორმაში ვერ იმყოფება. უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3 აქვს წაგებული.
პარმა სინიაკოვა – ტაუსონი 6:1 6:3
სანტ მალო გრაჩევა – ტაუსონი 3:6 6:3 6:3
ჩარლსტონი ოსორიო სერანო – ტაუსონი 6:4 1:0
შარშანდელ როლან გაროსზე ტაუსონმა ჯერ 3 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა (მოუგო ტალაბას, კოჩიარატოს და იოროვიჩს), ხოლო ძირითად ბადეში სძლია ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდის 6:4 3:6 9:7.
მეორე რაუნდში დანიელი ჩოგბურთელი დანიელა კოლინზთან დამარცხდა 2:6 3:6.
გორგოძე – ტაუსონის შეხვედრა 30 მაისს არის ჩანიშნული და მისი ფავორიტი დანიელი ჩოგბურთელია, თუმცა ეკოს მშვენიერი შანსი ექნება მოუგოს თინეიჯერ მეტოქეს და კარიერაში პირველი გამარჯვება მიითვალოს დიდი სლემის ტურნირებზე.
ამ წყვილში გამარჯვებული როლან გაროსის მეორე რაუნდში ვიქტორია აზარენკას და სვეტლანა კუზნეცოვას შორის უკეთესს დაუპირისპირდება.