რომან აბრამოვიჩი: ეს გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე

ჩელსის მფლობელმა რუსმა რომან აბრამოვიჩმა, კლუბის მფლობელობა  საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადასცა. ამის შესახებ მან ვრცლად ისაუბრა.

“ჩელსის მფლობელობის თითქმის 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს, როგორც ჩელსის მფარველს, რომლის ამოცანაც იყო უზრუნველყო გუნდი ყველაფრით, რათა ყოფილიყო ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის. 

გადაწყვეტილებას ყოველთვის კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. მე ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ ჩელსის ხელმძღვანელობას და ზრუნვას კლუბის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადავცემ. მე მჯერა, რომ ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, რომ კლუბის მართვა გააგრძელონ.” – ციტირებს ჩელსის ოფიციალური საიტი აბრამოვიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩს როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს, დიდი ბრიტანეთი აქტივების გაყინვას და ბრიტანეთში ბიზნეზის წარმოების აკრძალვას გეგმავს.

რომან აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს შეიძინა. მისი მფლობელობის განმავლობაში გუნდმა ბევრ სხვა ტიტულთან ერთად 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 5-ჯერ პრემიერლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *