UFC-ს მორიგი ივენთი მოგვიახლოვდა, რომელსაც ფლორიდა, კერძოდ ორლანდო მასპინძლობს. აღნიშნულ ღონისძიებაზე იბრძოლებს ქართველი საშუალოწონოსანი, რომან დოლიძე, რომელიც ბრძოლას მოკლე ვადაში დათანხმდა. რომანი დივიზიონის მე-8 ნომერს, გამოცდილ ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება.
დოლიძე საკმაოდ კარგ ტალღაზეა – მან ბოლო 3 ბრძოლაში იმარჯვა, აქედან 2-ში ეფექტური ნოკაუტით. ახლა ქართველს შანსი აქვს, ჰერმანსონის დამარცხებით წონის TOP 10-ში შევიდეს და საჩემპიონო რბოლაშიც ჩაერთოს.