რომან დოლიძემ, UFC Orlando-ზე, ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოიწივა. რომანი ჰერმანსონის დამარცხებით წონის TOP 10-ში შევიდა, უფრო კონკრეტულად ქართველი მე-8 პოზიციას დაიკავებს.
ხამზატი ორ წონაში ასპარეზობდა – საშუალოში და ქვესაშუალოში, თუმცა ბოლოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა მან ქვესაშუალოსთვის დაშვებული წონა ვერ დააფიქსირა, სავარაუდოდ იგი საშუალო წონაში ავა. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი ინტერვიუს დროს რომანმა:
“დიდი პატივისცემით, მგონია რომ ხამზატი ქვესაშუალოსთვის წონას ვეღარ დააფიქსირებს, ასე რომ საშუალო წონაში რანკირებული მეტოქე სჭირდება – ხოდა მეც აქ ვარ, გელოდები!”