UFC Orlando-ზე რომან დოლიძემ მორიგი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მებრძოლმა გამოცდილი მებრძოლი, ჯეკ ჰერმანსონი მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. რომანმა ჰერმანსონი გრეპლინგის დროს გამოიჭირა, ფეხი ჩაუკეტა და საქმე მძიმე დარტყმებით დაასრულა. ეს მისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და ზედიზედ მესამე ფინიში იყო. რომანი ახლა უკვე საშუალო წონის მე-8 ნომერია.
რომან დოლიძემ ჯეკ ჰერმანსონი დააკონაუტა! [VIDEO]
