რომან დოლიძე განაგრძობს საშუალო წონაში ასპარეზობას. მისი შემდეგი მეტოქე 34 წლის ამერიკელი, ერიკ ანდერსი იქნება. დაპირისპირება 14 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული.
ანდერსი UFC-ში 2017 წლიდან ასპარეზობს, რა დროშიც 12 ბრძოლის ჩატარება და 6 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. რაც შეეხება დოლიძეს, ეს მისთვის მე-5 ბრძოლაა UFC-ში. შეგახსენებთ, რომ დოლიძემ წონითი დივიზიონი შეიცვალა- იგი მთელი კარიერა ქვემძიმე წონაში ასპარეზობდა, თუმცა უკვე მე-3 ჩხუბია საშუალო წონოსანად გვევლინება. კარიერაში ერთადერთი მარცხი დოლიძემ სწორედ ახალ წონაში დებიუტისას განიცადა.
რომან დოლიძეს მორიგი ბრძოლა ჩაენიშნა
