რომან დოლიძე UFC-ს 2022 წლის 10 საუკეთესო მებრძოლშია

რომან დოლიძის ბრწყინვალე წელი UFC-ს არ გამორჩენია – ორგანიზაციამ ქართველი მებრძოლის წლის 10 საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელა. რომანმა წელს 3 ბრძოლა გამართა და 3-ვე მათგანში ეფექტურად, ნოკაუტებით გაიმარჯვა.

რომანმა წელი ივნისში გამარჯვებით გახსნა, მან კაილ დაუკაუსი მუხლის მძიმე დარტყმით დაანოკაუტა. შემდეგი გამარჯვება მან 30 ოქტომბერს ფილ ჰოუსის წინააღმდეგ მოიპოვა – დოლიძემ მეტოქეს ჯერ ფეხი საგრძნობლად დაუზიანა შემდეგ კი მძიმე დარტყმებით დაანოკაუტა. წელი რომანმა ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ ეფექტური გამარჯვებით დახურა. დოლიძემ სამივე ბრძოლაში საღამოს ბონუსი დაიმსახურა. ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
2. ალექს პერეირა
3. ისლამ მახაჩევი
4. ჟან ვეილი
5. ლეონ ედვარდსი
6. მარლონ ვერა
7. ალჯამეინ სტერლინგი
8. ჯამალ ჰილი
9. ირი პროჰასკა
10. რომან დოლძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *