რომან დოლიძის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, UFC-ს ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს მომდევნო ბრძოლა ჩაენიშნა. კავკასიელის მეტოქე კაილ დაუკაუსი იქნება. აღსანიშნავია, რომ მათი ბრძოლა აქამდეც იყო ჩანიშნული, მათ ნოემბერში უნდა ებრძოლათ, თუმცა დოლიძე კოვიდ ინფიცირების გამო ბრძოლიდან ჩაეხსნა. ახლა კი მათი დაპირისპირება 19 ივნისს, საშუალო წონით დივიზიონში გაიმართება.

29 წლის ამერიკელ მებრძოლს UFC-ში 2 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბოლოს მან ცოტა ხნის წინ, 20 თებერვალს იჩხუბა და ჯემი პიკეტი საბმიშენით დაამარცხა. რაც შეეხება რომან დოლიძეს, როგორ აღვნიშნეთ, მას საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზა გამოუვიდა – გასული წლის 6 ივნისს გამართულ ბრძოლაში კავკასიელმა სტაროპოლი სრული დაომინაციის ხარჯზე დაამარცხა. რომანისთვის ეს UFC-ში მოპოვებული მესამე გამარჯვება იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *