რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

დეკემბრის დასაწყისში, დოლიძემ მის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ჯეკ ჰერმანსონი მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და საშუალო წონის მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. რომანი ამ ბრძოლას მოკლე დროში დათანხმდა, ჰერმანსონი ბრანსონს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და იგი დოლიძემ ჩაანაცვლა.

რომანმა ბოლო 4 ბრძოლაში იმარჯვა, აქედან ბოლო 3-ში ეფექტური ნოკაუტებით. TOP 10-ში შესვლის შემდეგ, რომანს შანსი ეძლევა ხუთეულშიც შევიდეს. მისი მომდევნო მეტოქე მე-4 პოზიციაზე მყოფი მარვინ ვეტორი იქნება. იტალიელი UFC-ში 6 წელია ასპარეზობს, მან 13 ბრძოლა გამართა საიდანაც 8-ში მოიგო, 4 დათმო და 1 ფრედ დაასრულდა. ბოლოს მან რობერტ უიტეკერთან იბრძოლა და მსაჯების გადაწვეტილებით დამარცხდა.

რომანის და ვეტორის ბრძოლა 18 მარტს, ლონდონში, UFC 286-ზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *