რომელუ ლუკაკუ: არასდროს შემადაროთ რონალდუს

ბოლო დროს რომელუ ლუკაკუ და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ბევრჯერ შეადარეს. ამ თემაზე თავად ბელგიელმა ისაუბრა და აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილება გამოთქვა.

“ძალიან გთხოვთ არასდროს შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს, არასდროს. ის ჩემთვის ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. მიხარია, რომ იტალიაში მის წინააღმდეგ მომიწია თამაში, ახლა კი ერთმანეთს ინგლისში დავუპირისირდებით. 

ჩემი თაობის ფეხბურთელებისთვის ის რაღაც განსაკუთრებულია. დანარჩენი კი სტატისტიკა, ციფრები და ასე შემდეგ უაზრობად მიმაჩნია.”-განაცხადა ბელგიელმა, რომელიც ინტერიდან ჩელსიში დაბრუნდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *