რომელუ ლუკაკუ: რთული თვეები გამოვიარე

MILAN, ITALY - FEBRUARY 22: Romelu Lukaku of FC Internazionale applauds the fans following the final whistle of the UEFA Champions League round of 16 leg one match between FC Internazionale and FC Porto at San Siro Stadium on February 22, 2023 in Milan, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ინტერმა პორტუ 1:0 დაამარხა. გამარჯვების გოლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე გოლის გატანაც გვსურდა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. რთული თვეები გამოვიარე, მოხარული ვარ რომ დავბრუნდი და კვლავ შემიძლია გუნდს საერთო მიზნების მიღწევაში დავეხმარო. ინტერში მარტო არ ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ახლა მთავარია თამაში იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ.” – ციტირებს ბელგიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

რომელუ ლუკაკუს ფეხბურთელს არცთუ ისე კარგი დრო უდგას. მან ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ინტერს, გუნდი სერია ა-ში 47 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის 15 ქულით ჩამორჩება. ინტერი პორტუს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში 15 მარტს შეხვდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *