რომელ ნაკრებში ითამაშებს შევჩენკოს შვილი?

უკრაინის ნაკრების 44 წლის მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო, ახლა ერის გმირია. ევრო 2020-ის მერვედფიმალში შვედების დამარცხებამ ის ლამის პირველ კაცად აქცია ქვეყანაში.

შევა უკვე 13 წელიწადია ლონდონში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი 14 წლის ვაჟი, კრისტიანი კი ჩელსის აკადემიაში  ეუფლება ფეხბურთის საიდუმლოებებს. აქებენ, ძალიან ნიჭიერი ბიჭიაო.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება

უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომელი ქვეყნის ნაკრებში შეიძლება ითამაშოს. მამა უკრაინელი ჰყავს დედა – კრისტენ პაზიკი, პოლონელ-ამერიკელი მოდელია…

როცა შევას ჰკითხეს, რომელ ნაკრებში გირჩევნია კრისტიანმა ითამაშოსო, ხუმრობით უპასუხა: სამაგისოდ თუ დადგა საქმე, ნაკრებებში მიიწვიეს, დავჯდებით და დავილაპარაკებთო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *