კვირას, დევიდ ბექემის ვაჟის, რომეოს პროფესიონალური დებიუტი შედგა ინტერ მაიაიმის სარეზერვო გუდში – ფორტ ლოდერდეილში. 19 წლის უმცროსი ბექემი მარჯვენა გარემარბია და ამჯერად 79 წუთს დაჰყო მინდორზე.
მასთან ერთად ითამაშა მაიამის მთავარი მწვრთნელის, ფილ ნევილის ვაჟმა, ჰარვიმ. საუთ ჯორჯიას წინააღმდეგ მატჩი 2:2 დამთავრდა. ვარსკვლავმამების შვილებს თავი არ გამოუჩენიათ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, დევიდ ბექემი, ინტერ მაიამის თანამფლობელია, მისი ოდინდელი მანჩესტერელი მეგობარი, ფილ ნევილი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი.