ლეონ ედვარდსმა გამართულ ბრძოლაში ნეიტ დიაზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ყბისა და გამძლეობის მებრძოლია UFC-ს ისტორიაში. ედვარდსის 24 წუთიანი დომინაციის მიუხედავად, ნეიტს ბოლო წუთზე სულ ცოტა დააკლდა ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაესრულებინა.
RT Sport-სთან საუბარში ლეგენდარული ჯორჯ სენტ პიერის მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ ნეიტის შესახებ ისაუბრა: “თუ ნეიტს რაუნდების ლიმიტის გარეშე აბრძოლებ, ვფიქრობ, მებრძოლების 99%-ს დაამარცხებს. შენ არ შიგიძლია ის მტკივნეულზე დაიჭირო ან დაანოკაუტო. ის წინსვლას არ აჩერებს, პირიქით, შენზე ზრდის წნეხს. ის არის ყველაზე საშიში ქუჩის მებრძოლი MMA-ში. ვფიქრობ, თუ მასთან ქუჩაში ბრძოლა მოგიწევს, შენ სიცოცხლუს შესანარჩუნებლადაც მოგიწევს ბრძოლა.”