რონალდინიო: მესი ბარსელონაში უნდა დარჩეს, ის გუნდის ისტორიაა

ლეო მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალ ხელშეკრულებაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს. ამ თემაზე ბლაუგრანას ყოფილმა ფეხბურთელმა და მესის მეგობარმა რონალდინიომ ისაუბრა.

“იმედია ბარსელონა ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ვიცი. მესი ბლაუგრანაში უნდა დარჩეს, ის გუნდის ისტორიაა. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ლეო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.”-განაცხადა ბრაზილიელმა.

წინა სეზონში მესიმ ლა ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *