რონალდინიო ისეთი ფიგურაა, მისი ნებისმიერი გამონათქვამი საინტერესოა. ბურთის ჯადოქარმა ახსნა, თუ რატომ ვერ შესძლებს მწვრთნელობას.
„საფეხბურთო აქტივობები? ვეტერანებში ვთამაშობ. ეს საშუალებაა, რომ ძველი მეგობრები ნახო.
…ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია და ასე იქნება ყოველთვის. ადრე ბევრი რამ მევალებოდა, ახლა კი ფეხბურთისგან მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ.
…მწვრთნელობა ვერ წარმომიდგენია. ფეხბურთის ყურება მაინცდამაინც არ მიყვარს. ვნახულობ მომენტებს, გოლებს, მაგრამ 90 წუთი ფეხბურთის ყურება არ მიყვარს“.
რონალდინიომ ლეო მესიზეც ისაუბრა:
„კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის წაგება ძალიან მეწყინა, მაგრამ მეორე მხრივ, ლეოს მოგება მესიამოვნა. სანაკრებო ტიტული აკლდა. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს მეგობარს უხარია.
…ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ყოველდღიურად ერთმანეთს ვეხმიანებით. მესის დატვირთული რეჟიმი აქვს. თუმცა ვსაუბრობთ, როცა ამის საშუალება არსებობს. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ“.