რონალდო: ნეიმარი უფრო ძლიერი დაბრუნდება

ლეგანდარულმა ფეხბურთელმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე და ნეიმარზე ისაუბრა. რონალდომ თანამემამულეზე განაცხადა, რომ ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

“ნეიმარი ძალიან დამწუხრებულია ბრაზილიის ნაკრების შედეგით, ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ ის ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. მეამაყება ის თავდადება, რომელიც მან ბრაზილიის ნაკრების მიმართ აჩვენა. ნეიმარმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში შესანიშნავად ჩაატარა. შემდეგ ტრავმა მიიღო, მან მსხვერპლი გაიღო, რათა წლევანდელ მუნდიალზე კიდევ ეთამაშა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” – ციტირებს რონალდოს სიტყვებს COPE.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან წააგო. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, შემდეგ კი ევროპელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ანგარიში სწორედ ნეიმარმა გახსნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *