ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა. მატჩისწინა გამართულ პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლა გვერდით გადადო და ხალხს წყლის სმისკენ მოუწოდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, რონალდუს ჟესტის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კოკა-კოლას აქციები 4 მილიარდით გაუფასურდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია უეფას სპონსორი გახლავთ.
რაც შეეხება კრიშტიანუს, უნგრეთთან მატჩში მან დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც 11 გოლით ევროპის ჩემპინატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ლეგენდარულ მიშელ პლატინის გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 9 გოლია.