რონალდუმ მანჩესტერში ზედიზედ მესამე ვარჯიში გამოტოვა

კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერში ზედიზედ მესამე ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ჯეიმს რობსონმა გაავრცელა. მეტიც, იუნაიტედში დარწმუნებულები არ არიან, რომ პორტუგალიელი გუნდის წინა სასეზონო მზადებაში მონაწილოებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს გუნდის დატოვება სურს, თუმცა თავად იუნაიტედის ხელმძღვანელობა პორტუგალიელის გაყიდვას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მე-7 ნომრის სახელი ნაპოლის, ჩელსის და ბაიერნს დაუკავშირეს.

რონალდუ მანჩესტერში შარშან ზაფხულში დაბრუნდა. მანკუნიანელთა რიგებში მან 38 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.