კრიშტიანუ რონალდუს პირად ცხოვრებაში მორიგი სკანდალი გახლდათ, რომელიც პორტუგალიელისთვის კარგად დასრულდა. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს სუპერ მოდელი კეტრინ მაიორგამ გაუპატიურების ბრალდებით უჩივლა და მისგან 6 მილიონ ევროს ითხოვდა.
მოდელის თქმით, რონალდუმ მასზე ჯერ კიდევ 2009 წელს იძალადა, როცა ფეხბურთელი მანჩესტერში თამაშობდა. მაიორგამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ვერაფერს გახდა და კრიშტიანუს ვერაფერი დაუმტკიცა.
“ჩვენ კმაყოფილები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩემი კლიენტი უდანაშაულოა და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.”-ციტირებს რონალდუს ადვოკატის პიტერ კრისტიანსენის სიტყვებს Daily Mail-ი.
რონალდუს ბრალი არ დაუმტკიცდა, თუმცა ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ კრიშტიანუ მაიორგას იცნობდა და ღამის კლუბში ერთად იყვნენ.