რონალდუს ალ-ნასრში მეგობრის მიყვანა სურს

RIYADH, SAUDI ARABIA - JANUARY 19: Cristiano Ronaldo of Riyadh XI reacts during the trophy ceremony after the friendly match between Paris Saint-Germain and Riyadh XI at King Fahd International Stadium on January 19, 2023 in Riyadh, Saudi Arabia. (Photo by Aurelien Meunier - PSG/PSG via Getty Images)

საუდის არაბეთის კლუბმა ალ-ნასრმა შესაძლოა კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატოს. საუბარი ბრაზილიელ მცველ მარსელოაზეა. ინფორმაცია ჟურნალისტმა აარონ დომინგესმა გაავრცელა.

დომინგესისვე ცნობით, ალ-ნასრში ფეხბურთელის მიყვანის ინიციატორი კლუბის ახალწვეული კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც მარსელოს ახლო მეგობარია. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ და მარსელომ რეალში ერთად 9 წლის განმავლობაში ითამაშეს და უამრავი ტიტული მოიგეს.

მარსელომ რეალი შარშან ზაფხულში დატოვა და ამჟამად ოლიმპიაკოსის ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა ბერძენთა მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *