რონალდუს თანაგუნდელი: მისდამი პატივისცემა ყოველდღიურად იზრდება

ალ-ნასრში კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა ჯალოლოდინ მაშარიფომა პორტუგალიელ ფეხბურთელზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რონალდუს კლუბში ადაპტაცია არ გასჭირვებია და საერთო ენა ყველასთან გამონახა.

“რონალდუმ გუნდთან კონტაქტი პირველივე დღეებიდან დაამყარა, მასთან ურთიერთობა ყველასთვის ადვილია. იგი თარჯიმანთან და დაცვასთან ერთად დადის. რონალდუ პოპულარული ადამიანია და საჭირო ზომები მალევე მიიღო. კრიშტიანუ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობს და მალე მდიდრულ ვილაში გადავა. 

რონალდუს ხელფასი ნაკლებად გვაინტერესებს. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, თუმცა კრიშტიანუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუნებრივია, რომ დიდი ფულს უხდიან, ის ამას იმსახურებს. 

რონალდუ ჩამოსვლიდან პირველ დღეებში გვესაუბრა და გვითხრა, რომ ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, გვითხრა, რომ ალ-ნასრში ტიტულების მოგება სურს. კრიშტიანუ ყველასთან ურთიერთობს, ამიტომ მისდამი პატივისცემა ყოველდღიურად იზრდება.” – განაცხადა მაშარიფოვმა.

კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრში წლის დასაწყისში გადავიდა. სათქმელია, რომ პორტუგალიელმა 2 დღის წინ პოკერი შეასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *