რონალდუს მომავალი გაირკვა

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გაირკვა. ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ინფორმაციით, პორტუგალიელი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრიში გააგრძელებს. ამავე წყაროს ცნობით, 37 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, საუდის არაბეთის გუნდი მას 2.5 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 200 მილიონ ევროს სთავაზობდა. ბოლო ცნობებით, რონალდუ ამ შემოთავაზებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა რამდენიმე კვირის წინ, მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ რონალდუმ ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობა, მოქმედი და ყოფილი მწვრთნელები გააკრიტიკა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *