31 დეკემბერს 2023 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრიში ოფიციალურად წარადგინეს.
რონალდუს 7 ნომრიანი მაისურა გადასცეს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა. ალ-ნასრის ყოფილმა “შვიდიანმა” ჯალოლიდან მაშარიპოვმა რონალდუსთვის 7 ნომრიანი მაისურას დათმობა არ მოინდომა, თუმცა ბოლოს მაინც მოუწია. მეტიც, გუნდის ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
როგორც SSC Sport-ზე დაიწერა, მათ ფეხბურთელის გასხვისება იმის გამო სურთ, რომ რომ იგი ფორმაში არ არის და გუნდისთვის სარგებელი ვეღარ მოაქვს. მაშარიპოვი 2021 წელს 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს, თუმცა ფორმიდან გამომდინარე მისმა სათამაშო დრომ იკლო, ბოლოს კი განაცხადშიც არ შეჰყავდათ.
ასევე SSC Sport-ის ცნობით, მაშარიპოვმა ალ-ნასრიში დარჩენა და 77 ნომრიანი მაისურა ითხოვა, თუმცა დიდი ალბათობით მაინც მოუწევს გუნდის დატოვება.