რონალდუს ფანტასტიკური ღამე – გოლები, რეკორდები, სიგიჟე

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 5:0 გაიმარჯვა. ამ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა.

რონალდუმ ნაკრებში მეათე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ადგილზე სანაკრებო ჰეთ-თრიკებით ლეგენდარული გერდ მიულერია, რომელმაც 1 შეხვედრაში 3 გოლი 8-ჯერ გაიტანა. გარდა ამისა რონალდუს უკვე 115 გოლი აქვს ეროვნულ გუნდში. სანაკრებო დონეზე ამდენი ბურთი არავის შეუგდია. ისიც აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა კარიერაში 58-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა. 44 რეალში, 10 პორტუგალიის ნაკრებში, 3 იუვენტუსში და 1 მანჩესტერში.

რონალდუ ამ სეზონში იუნაიტედშიც მშვენივრად გამოიყურება. ბრიტანელთა რიგებში მან 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი 36 წლის არის, თუმცა როგორც ხედავთ მოედანზე ასაკი ნამდვილად არ ეტყობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *