რონალდუს ცოლი უმადურიაო

ხუთშაბათს, კომპანია ნეტფლიქსის რეალითი-სერიალის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კრიშტიანუ რონალდუს ფეხმძიმე ცოლი ჯორჯინა როდრიგესი, საკუთარი ცხოვრების შესახებ მოუყვება მაყურებელს. ცხოვრებისა, რომელიც კონკიას ზღაპარს ჰგავს.

27 იანვარს ჯორჯინა 28 წლის გახდება და საზოგადოებას ამცნობს, როგორია „არ გქონდეს არაფერი, შემდეგ კი ყველაფერი.“

ახლა მას შეუძლია საკუთარი, 25-მილიონიანი თვითმფრინავით იფრინოს. ორ ბოთლ კარგ ღვინოში 32 ათასი ევრო გადაიხადოს და 175-ათასევროიანი ჩანთა ატაროს. არადა, ბავშვობაში ჩვეულებრივ, არცთუ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა.

ახლა კი მისი ნათესავები ამბობენ, რაც კრიშტიანუ გაიცნო, საერთოდ დაგვივიწყაო.

Georgina Rodriguez will tell the world about her 'dream life' with fiancé Cristiano Ronaldo

ჯორჯინას ბიძა, ხესუს ერნანდესი ჰყვება, როცა გოგონას მამა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დაიჭირეს, ჯორჯინას ის ზრდიდა და დიდი ამაგიც დასდო. ხორხე არაფერს სთხოვს გოგონას. უბრალოდ, წუხს, რომ წლებია აღარ ეხმიანება.

„შეიძლება რცხვენია ჩვენი, ფიქრობს, რომ თავად უკეთესია, რადგან ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს. არასოდეს არაფერი მითხოვია მისთვის, მაგრამ რაც კრიშტიანუ გაიცნო, ერთხელაც აღარ დაურეკავს,“ – ამბობს სენიორ ხორხე.

ჯორჯინას ნახევარდა, 33 წლის პატრისია ჰყვება: „ჩემი ბიჭუნას დაბადების დღე იყო. ძალიან უყვარს ფეხბურთი. ვთხოვე, შეეძლო თუ არა, კრიშტიანუსთვის ეთქვა, მაისურაზე ავტოგრაფი წაეწერა ბავშვისთვის. უარი მითხრა, ახლა შვებულებაშია, ისვენებს და ვერ შევაწუხებო…“

She insists she will never forget the family she came from

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *