პრემიერლიგის 24-ე ტურში მანჩესტერი ბარნლის შეხვდა და 1:1 ითამაშა. ანგარიში მე-18 წუთზე პოლ პოგბამ გახსნა, 47-ზე კი ჯეი როდრიგესმა გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
აღნიშნულ შეხვედრაში თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მოედანი უგოლოდ დატოვა. სათქმელია, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა როცა რონალდუმ ზედიზედ 5 შეხვედრაში ვერ გაიტანა.
რონალდუ მანჩესტერში შარშან ზაფხულში დაბრუნდა და 25 მატჩში 14 გოლი შეაგდო. რაც შეეხება მანჩესტერს, გუნდი პრემიერლიგაში 39 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს ტურში საუთჰემპტონს შეხვდება.