კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსიდან მანჩესტერში გადავიდა და ეს ამ ზაფხულის ერთერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად ითვლება. Sky Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელის 7 ნომრიანი მაისურა 12 საათში ელვის სისწრაფით გაიყიდა. რონალდუს მაისურებში ქომაგებმა ჯამში 47 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს.
რაც შეეხება რონალდუს მანჩესტერულ ამბებს, შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ იუნაიტედში 2003-09 წლებში თამაშობდა და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. შემდეგ იყო რეალის 9 წლიანი პერიოდი და 3 წელი იუვენტუსში.
რაც შეეხება მანჩესტერს, სულშერის გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 7 ქულით მესამე ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას მანჩესტერი ნიუკასლის წინააღმდეგ ჩაატარებს.