“რონალდუ არავის აღარ სურს” (კარაგერი ვეღარ ზომავს?..)

ლივერპულის ყოფილი მცველი და ბოლო წლებში ცნობილი ტელეწამყვანი ჯეიმი კარაგერი კრიშტიანუ რონალდუზე ცუდი კონტექსტით საუბრობს. ფაქტიურად, სიტყვებით გაანადგურა პორტუგალიელი. ეს პირველად არ ხდება… კარაგერმა ადრეც თქვა, რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედს არ გამოადგება და კლუბს ურჩევნია, გაყიდოსო.

კარაგერი მიიჩნევს, რომ იუნაიტედის გასახდელში რონალდუს ხილვა არ ენდომებათ…

„შარშან მანჩესტერში რომ დაბრუნდა, მაშინაც ვამბობდი, რომ საკვირველი ტრანსფერი იყო. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს გაგრძელების ოპციით და ვერ დავიჯერე, რადგან რონალდუ არასოდეს დათანხმება მეორეხარისხოვან როლს. რაღაც ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ისეთი ვეღარ ხარ. კრიშტიანუს კარიერა საკმაოდ გრძელი გამოდგა, რადგან დიდი პროფესიონალია.

…მაგრამ რონალდუ 37 წლისაა და ამ სეზონში 38-ის გახდება. ისეთი ვეღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ გოლები გააქვს. შეიძლება ვცდები, მაგრამ კრიშტიანუს მიწვევა ევროპის არცერთ კლუბს არ სურს. ისე ჩანს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მას ვერ მოიშორებს, რადგან არავის არ სურს.

…ერიკ ტენ ჰაგსაც რომ ვკითხოთ, ვფიქრობ იტყვის, რომ კრიშტიანუ არ სჭირდება. და ეჭვი მეპარება, მანჩესტერის გასახდელში მისი ყოფნა უნდოდეთ“ (Sky Sports)

Leave a comment

Your email address will not be published.