კრიშტიანუ რონალდუ პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, ვისაც ინსტაგრამში 400 მილიონი გამომწერი ჰყავს. პორტუგალიელმა მაშინვე მიზნად დაისახა ამ ციფრის 600 მილიონამდე გაზრდა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
30-წამიან ვიდეომიმართვაში მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი საზოგადოებას 2-ათასგირვანქიანი დიორის ჯემპრით გამოეცხადა.
„გამარჯობა მეგობრებო. 400 მილიონი, უჰ, აი ეს ციფრია…
ფანტასტიკურია. არაჩვეულებრივი. გულითადი მადლობა თქვენ, ასევე გააგრძელეთ.
ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებს ისევ გაგიზიარებთ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. მოდით, კიდევ დავიმატოთ 100, 200 მილიონი ადამიანი,“ – დასძინა კრიშტიანუმ.
View this post on Instagram