რონალდუ ახალ გუნდს უახლოვდება

კრიშტიანუ რონალდუმ 1 კვირის წინ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. Marca-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით მალე ის საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასირის ფეხბურთელი გახდება. ამავე წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელები მზად არიან კრიშტიანუს 2.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წელიწადში 200 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს არც ისე წარმატებული საკლუბო სეზონი აქვს. აგვისტოდან მოყოლებული მანჩესტერის მაისურით მან მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი პიერ მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაუწყვიტა, სადაც მან გუნდის ამჟამინდელი და წინა მწვრთნელი, ასევე ბევრი სხვა გააკრიტიკა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *