რონალდუ ბარსელონას მშველელად? კრიშტიანუ მანჩესტერიდან წასვლაზე ფიქრობს

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა ბარსელონაში გააგრძელოს. Sport.es-ის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა მანჩესტერში არსებული სიტუაციით და იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ გამოწორდება, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ახალ გუნდს მოუძებნის.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ მენდეში რონალდუს ბარსელონასთვის შეთავაზებას აპირებს. პორტუგალიელ აგენტს ბლაუგრანას ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მენდეში კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვაზე ფიქრობს. გარდა ამისა ჩავის თავდამსხმელის დამატება უნდა და ეს ტრანსფერის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ბარსელონას არცთუ ისე კარგი პერიოდი უდგას. გუნდი ლა ლიგაში 32 ქულით მე-6 ადგილზეა და ოთხეულს ქულით ჩამორჩება. ბლაუგრანა ევროპა ლიგის 1/16 ფინალშიცაა, სადაც ნაპოლის შეხვდება.

რაც შეეხება რონალდუს და მანჩესტერის სიტუაციას, პორტუგალიელმა ინგლისში დაბრუნების შემდეგ ბრიტანელთა მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. იუნაიტედი 31 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 4 ქულა აშორებს. რანგნიკის შეგირდები ლიგის 1/8 ფინალში ატლეტიკოს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *