რონალდუ გუშინდელი დღეა…

… დაახლოებით ასეთი პასუხით გამოისტუმრეს პორტუგალიელი მეგოლის წარმომადგენლები მადრიდიდან.

არადა, რონალდუს, თურმე, ძალიან სურდა რეალში დაბრუნება. ყოფილ კლუბში ჯერ ისევ ნაწყენები არიან მასზე და ესეც არ იყოს, ფორვარდისთვის 35 წელი კრიტიკული ზღვარია.

Kristiano Ronaldo - YouTube

ფიზიკურ კონდიციებს კრიშტიანუ არ უჩივის, მაგრამ ვეღარც ისეთი მრისხანეა, როგორც 6-7 წლის წინათ.

ტურინის იუვენტუსში რონალდუს მშვენიერი სტატისტიკა აქვს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრისთან საერთო ენა ვერ გამონახა. კლუბი მზადაა, 30 მილიონ დოლარად გაასხვისოს პორტუგალიელი.

კრიშტიანუმ, მადრიდიდან მიღებული ცივი უარის შემდეგ, თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს მან. სიტისთან დაკავშირება სთხოვა.

რა დრო დადგა? ფეხბურთში მთელი ეპოქის შემქმნელი იმ ფასადაც არ უნდათ, რამდენსაც დიდი ხანია, წლიურ ხელფასად უხდიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *