კრიშტიანუ რონალდუ რეკორდების დამყარებას აგრძელებს. ამჯერად იგი თანამემამულეებთან ერთად საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა, მატჩი 2:2 დასრულდა და მეგავარსკვლავმა დუბლი გაიფორმა.
გუშინდელი დუბლით რონალდუ ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა და ნაკრებში 109 გოლს მოუყარა თავი, 1 გოლიც და კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში გატანილი გოლებით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იქნება.
რაც შეეხება მეორე როკორდს, რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამურად 20 ან მეტი გოლი გაიტანა.