რონალდუ და ცხვრები

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ოჯახთან ერთად იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანუ ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ ბავშვთან ერთად 7-მილიონიან სახლში დაბინავდა. მაგრამ თურმე პორტუგალიელ მზეჭაბუკს და მის ოჯახს მიმდებარედ მობალახე ცხვრების ბღავილი არ აძლევდა მოსვენებას.

ამიტომ ოჯახმა სხვაგან გადასვლა გადაწყვიტა. რონალდუები ჩეშირში გადაბარგდნენ, სადაც სახლი წინაზე ორჯერ იაფი ყოფილა. სახლში არის აუზი, ავტოფარეხი ოთხ მანქანაზე და მინი-კინოთეატრი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *