რონალდუ ვესტ ჰემთან საეჭვოა

პრემიერლიგის 23-ე ტურში მანჩესტერი ვესტ ჰემს შეხვდება. ბრიტანული მედიის ცნობით, აღნიშნული მატჩი შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ გამოტოვოს. პორტუგალიელს კისერი აწუხებს და სწორედ ამ მიზეზით ვარაუდობენ, რომ იგი ჩაქუჩებთან არ ითამაშებს.

რონალდუ კარგ ფორმაშია, მიმდინარე სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილოა მანჩესტერში არსებული სიტუაციით. მისი თქმით, თუ გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს, კლუბს დატოვებს.

მანჩესტერი პრემიერლიგაში 35 ქულით მე-7 ადგილზეა და უახლოეს მატჩს როგორც გითხარით ვესტ ჰემთან ჩაატარებს. რანგნიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published.