მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან, დროებითი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის წასვლაზე ისაუბრა
“მაიკლ კერიკი დიდებული ფეხბურთელი იყო და შეუძლია დიდებული მწვრთნელიც გახდეს. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია. ვამაყობ, რომ მის გვერდზე ვითამაშე, როგორც იმით, რომ ჩვენი მწვრთნელი იყო.
ახლა დროა რალფ რანგნიკს მივესალმოთ. ვიწყებთ,” დაწერა რონალდუმ