რონალდუ ლიგის რეკორდებს არ ეშვება – მორიგი მიღწევა და ჩამოტოვებული კასილასი

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედმა ვილიარეალი 2:1 დაამარცხა. ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა, ალექს ტელეშმა გაათანაბრა, ბოლოს კი კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო.

აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ბოლო წუთზე გატანილი გოლის გარდა, სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი. ჩემპიონთა ლიგაში მან 178-ე მატჩი ჩაატარა, რითიც მორიგი რეკორდი დაამყარა. რეკორდის ავტორი აქამდე რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი იკერ კასილასი გახლდათ.

რონალდუ ლიგაში არაერთი რეკორდის ავტორია. იგი 136 გოლით ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა 44 საგოლე გადაცემით საუკეთესო მეპასეა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მანჩესტერში წელს აგვისტოში დაბრუნდა. იუნაიტედის მაისურით მან 5 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ ტურში ატალანტას დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *