რონალდუ რონალდუს კვალზე – მანჩესტერს ახალი შვიდიანი ჰყავს

მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიამ კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი დაიმატა. ამის შესახებ The Mirror-ზე დაიწერა. აღსანიშნავია, რომ მამის მსგავსად შვილიც 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

11 წლის რონალდუ აქამდე იუვენტუსის აკადემიაში ირიცხებოდა, კლუბში სადაც მანამდე მამამისი თამაშობდა. სათქმელია, რომ მამის მსგავსად პატარა კრიშტიანუც გოლეადორია. წინა სეზონში მან იუვენტუსის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 58 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რონალდუ ჯუნიორის მანჩესტერის აკადემიაში გადასვლის ამბავი სოციალურ ქსელში კრიშტიანუს მეუღლემ ჯორჯინა როდრიგესმა გამოაქვეყნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *