კატალონიის ბარსელონამ ამხანაგურ მატჩში იუვენტუსი 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ შეხვედრა რონალდ კუმანმა შეაფასა.
“ჩვენ დეპაი დავიმატეთ და დღეს მან ძალიან კარგად ითამაშა. მემფისი ძალიან ეფექტური იყო. ჩვენმა ნახევარმცველებმა უფრო მეტი უნდა გაიტანონ, გუნდს გაუმჯობესება სჭირდება.
რა თქმა უნდა მესი ყოველთვის მოგვენატრება, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ლეო ჩვენთან აღარ არის. მესის გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ. რაც მოხდა მოხდა, წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს.
ოლიმპიადაზე მონაწილე ფეხბურთელები ჯერ არ დაბრუნებულან. როცა ისინიც შემოგვიერთდებიან, კიდევ უფრო მოვუმატებთ.”-ციტირებს ნიდერლანდელის სიტყვებს Marca.