ლეო მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუამთავრდა და კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ბლაუგრანას მწვრთნელის რონალდ კუმანის აზრით, მესის წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს ანტუან გრიზმანი შეავსებს.
“მესის წასვლის მიუხედავად, ახალი სეზონის მიმართ იმედიანად ვარ. ახალგაზრდა ფეხბურთელები დავიმატეთ. მათი შემყურე მჯერა ბარსელონას დიდი მომავალი აქვს.
დარწმუნებული ვარ ახალ სეზონში გულშემატკივრებს ბევრ სიხარულს მივანიჭებთ. კარგად ვიცით რას ნიშნავს როცა ბარსელონას წარმოადგენ.
მნიშვნელოვანია, რომ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები გყავდეს. მესი წავიდა, მაგრამ ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას არ ვცვლით. დარწმუნებული ვარ მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს ანტუან გრიზმანი შეავსებს. მე მისი მჯერა და დიდი იმედი მაქვს თავს შესანიშნავად წარმოაჩენს. მან რამდენიმე მატჩი უკვე ითამაშა თავის პოზიციაზე და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.”-განაცხადა ნიდერლანდელმა.
გრიზმანი ბარსელონაში ატლეტიკოდან 2019 წლის ზაფხულში 107 მილიონ ევროდ გადავიდა. ფრანგმა იმედები ბოლომდე ჯერ ვერ გაამართლა, თუმცა როგორც ხედავთ კუმანს მისი სჯერა. წინა სეზონში გრიზმანმა 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტნა და 13 საგოლე პასი გააკეთა.