რონალდ კუმანი: ჯერ კიდევ რთულია იმის დაჯერება, რომ მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს

ლეო მესიმ ბარსელონა დატოვა და თავისუფალი აგენტია. ამ თემაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

“ჯერ კიდევ ძნელია იმის დაჯერება, რომ მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა, მესის და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.”-განაცხადა ნიდერლანდელმა.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ. დიდი ალბათობით არგენტინელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *